„მართალი ღვინის“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როდესაც ქართველმა და გერმანელმა მეგობარმა გადაწყვიტა ბიწკინაშვილების საოჯახო ტრადიციის გაგრძელება, ხოლო ადამიანისა და ღვინის ურთიერთობის პროფესიონალურ დონეზე აყვანა. „მართალი ღვინო“ კარგად გამოხატავს პარტნიორების ღვინისადმი დამოკიდებულებას, რომელიც ნასაზრდოებია მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მოაზროვნის, ილია ჭავჭავაძის ნარკვევით – „ღვინის ქართულად დაყენება“. ილიას მიაჩნდა, რომ „მართალი ღვინო“ ქართული ტრადიციული მეთოდით, მინიმალური ჩარევით – „ბუნებურად“ უნდა იყოს დამზადებული.
“ჩვენ გვჯერა, რომ მეღვინე ღვინოსთან, ხოლო ღვინო მომხმარებელთან მართალი უნდა იყოს!”