ზვარი

ჩვენი საფერავი სოფელ ახაშენში ალაზნის ველიდან ცივ-გომბორის ტყისპირა კალთებზე შეფენილ ფაფრის მინდორზეა გაშენებული, ხოლო რქაწითელი – სოფელ შაშიანში (ქვიან ჭალაში). ვენახების კომპოზიცია, ნიადაგის განსაკუთრებულობა (ალუვიური, კარბონატული, ხირხატიანი და თიხნარი), კახეთის სუბტროპიკული კლიმატი, კავკასიონის გავლენა ზვრებზე განაპირობებს ყურძნის მაღალ ხარისხს. ვენახები 2017 წლიდან შპს “კავკასსერტის” (ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანო) ზედამხედველობით, ბიოწარმოების პრინციპების სრული დაცვით მუშავდება.